Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლიტერატურისა და თარგმანის I კურსის მაგისტრანტებისთვის “ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის” ფარგლებში საბუთების მიღებისა და გასაუბრების ვადების დამტკიცების შესახებ“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეკანის 2017 წლის 10 მარტის N12 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის  საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლიტერატურისა და თარგმანის I კურსის მაგისტრანტებისთვის “ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის” ფარგლებში საბუთების მიღებისა და გასაუბრების ვადების დამტკიცების შესახებ“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეკანის 2017 წლის 10 მარტის N12  ბრძანების სათაურში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე I კურსის მაგისტრანტებისთვის “ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის” ფარგლებში საბუთების მიღებისა და გასაუბრების ვადების დამტკიცების შესახებ
2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა     დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი               /ნანი გაფრინდაშვილი/